იურიდიული კომპანია "J&Q Counselors" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე
პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, შ.გოგიძის 6.
** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00)
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის, შიდა აქტების, ხელშეკრულებების პროექტების, კორესპონდენციების მომზადება და ანალიზი;
** ხელშეკრულებების, ბრძანებების და სხვა შიდა დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და შენახვა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;
** ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მუდმივი კონტროლი და სამუშაო პროცესში გამოყენება.
** წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში; სააღსრულებო პროცესის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა,
** გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV- ფოტოსურათით) ელ.ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: info@jjc.ge; სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიული კომპანია "J&Q Counselors" ახორციელებს კანდიდატთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და ინახება 3 წლის განმავლობაში.