www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილებების განხორციელება, ხარვეზების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება და დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება;
** ახალი ფუნქციონალის შექმნა/შემოწმება/ტესტირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში იყოს ორიენტირებული მომხმარებლების პრობლემების გადაჭრაზე;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ინსტრუქციის ფაილების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 1C ERP პლატფორმის ძირითადი მექანიზმების ცოდნა;
** 1C ERP პლატფორმის ადმინისტრირების მიმართულებით გამოცდილება;
** ოპერატიული, საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლის დონეზე;
** რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე სავალდებულოა.

უნარები და პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ;
** ადგილმდებარეობა: სავაჭრო ცენტრ "ისთ-ფოინთის" ტერიტორია;
** ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური/საოჯახო);
** Fitpass;

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |