იაპონური რესტორანი "ვასაბი-Wasabi" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ვისაც სურს სტაბილურ, მეგობრულ და წარმატებულ გარემოში მუშაობა, ეს ვაკანსია თქვენთვისაა.კომპანია ვითარდება, იხსნება ახალი ფილიალები და განვითარების შანსი ეძლევა ყველა ღირსეულ თანამშრომელს.
ამ ეტაპზე ვეძებთ როგორც გამოცდილ ასევე დამწყებ მზარეულებს, აზიურ სამზარეულოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გრაფიკი: 11:00-დან 01:00-მდე. 5-2-ზე, 4 სამუშაო დღე 7 საათიანი, 1 დღე 12 საათიანი. კვირაში 40 საათი. დასვენება 2 სრული დღე და 12 საათი.
ანაზღაურება: 900-1100 ლარი, გამოცდილების შესაბამისად.კომპანია უზრუნველყოფს კვებას და ღამით ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: info@wasabi.ge და გთხოვთ სათაურის ველში(subject) მიუთითოთ
პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება
გისურვებთ წარმატებას!