www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი კორპორატიული მიმართულებით
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული მიმართულებით შემდეგ სექციებში:

** გათბობა;
** ელექტრობა;
** ხელსაწყოები;
** საღებავები;
** სამშენებლო;
** კარი;
** ლამინატი.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება
** არსებულ კლიენტებთან მუშაობა
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციის ჩატარება
** კლიენტების მოთხოვნების განსაზღვრა
** წარმატებული გაყიდვის უზრუნველყოფა
** კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან

მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** აუცილებელია პროდუქციის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |