www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჰიპერმარკეტი Domino
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო "-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

სამუშაოს აღწერილობა:

** სოციალური მედიის არხების (Facebook/Pinterest/Instagram/YouTube) მართვა და განვითარება;
** რელევანტური და მაღალი ხარისხის მქონე კონტენტის შექმნა;
** საკომუნიკაციო კალენდრის შექმნაში მონაწილეობის მიღება;
** შექმნილი კონტენტისთვის კოპის წერა;
** ციფრული რეკლამის გაშვება, მართვა და მონიტორინგი;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
** სოციალური მედიის ტრენდების ანალიზი და მონიტორინგი.

მოთხოვნები:

** განათლება - ბიზნეს ადმინისტრირების / მარკეტინგის / ინფორმაციულ ტექნოლოგიების / ჟურნალისტიკის მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** სოციალურ მედია პლატფორმებზე გვერდების მართვის გამოცდილება
** მასალის მარკეტინგული კუთხით ადაპტირების უნარი
** ქართულ ენაზე გამართული წერის უნარი
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი
** შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** გრაფიკი სრული: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ; (1 საათი შესვენება);
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.ge ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |