შპს "პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** კომპანიაში შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მიღება, აღრიცხვა, განაწილება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და გადამისამართება;
** შემოსული სტუმრების შეკითხვებზე პასუხი, საჭირო ინფორმაციის მოძიება და გაცემა;
** უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ დავალების შესრულება;
** საოფისე ტექნიკასთან მუშაობა (პრინტერი, ფაქსი, სკანერი, ქსეროქსი).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ჰუმანიტარულ/სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი);
** კურსები/ტრენინგები ოფისის ადმინისტრირებაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ანალოგიურ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები:
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** სატელეფონო კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და დელიკატურობა;
** პუნქტუალობა და აკურატულობა;
** კომუნიკაბელობა;
** კონფლიქტური სიტუაციის პრევენციისა და დარეგულირების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 4 ივლისი, 2022 წელი.