კომპანია "ვესტ ინვესტი" დაარსდა 2006 წელს და წარმოადგენს საკვები პროდუქტების ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 100 - მდე დასახელების უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებს, ნახევარფაბრიკატებს, ზღვის პროდუქტებსა და ზეთს, რომლებიც იწარმოება საუკეთესო ქარხნების მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
სადისტრიბუციო კომპანია "ვესტ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის თანამშრომლის პოზიციაზე.
მისამართი: გ. ლორთქიფანიძის 13 გ (ვარკეთილი)
ანაზღაურება: 700 + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: დილის 8 საათიდან, საქმის დასრულებამდე, არაუმეტეს კვირაში 48 საათისა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - C კატეგორია;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
** საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვის
** უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
** წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
** ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
** ობიექტზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@wi.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის თანამშრომელი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!