კომპანია "იბერი+" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ-მენეჯერის პოზიციაზე (მარკეტინგი ფარმაციაში).
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის (ბრენდის) განვითარება ადგილობრივ ბაზარზე;
** კომპანიის განვითარებისთვის წლიური მარკეტინგული გეგმის ჩამოყალიბება, განხორციელება და მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობებისთვის წლიური ბიუჯეტის განსაზღვრა/კონტროლი;
** პროდუქციის გაცნობა სააფთიაქო ქსელის თანამშრომლებისთვის (ფარმაცევტებისთვის);
** ბროშურების და ფლაერების შექმნა;
** გაყიდვების სტიმულირება, ანალიზი;
** პროდუქციის ეტიკეტებისათვის ტექსტების შექმნა;
** ლოჯისტიკური ჯაჭვის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;
** სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება;
** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა: ინგლისური მაღალ დონეზე, სასურველია რუსული ენის ფლობაც;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
დამატებითი უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** ენერგიული;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ-ფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!