კომპანია "მადარტი" სამუშაოდ გიწვევთ ლოჯისტიკის ოპერატორის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1300-1500₾
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური განრიგის შედგენა, მიმართულებების განსაზღვრა და კოორდინირება;
** კომპანიის მძღოლების სწორი გადანაწილება და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** დღის განმავლობაში, კომპანიის მძღოლების მიერ შესრულებული მარშრუტების კონტროლი და აღრიცხვა;
** ფილიალების მენეჯერებთან კომუნიკაცია შეკვეთებთან დაკავშირებით, საჭიროებების სწორი განსაზღვრა და შესაბამისი მარშრუტების დადგენა;
** დღის განმავლობაში, კომპანიის მძღოლების გადაადგილების GPS კონტროლი;
** შიდა გადაზიდვებისა თუ სხვა ტიპის ტრანსპორტირებების აღრიცხვა/რეპორტინგი;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალების მიმართ ორიენტირებული;
** ორგანიზებულობა.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექეტრონულ მისამართზე: vacancy@mdelivery.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება