www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ბურგერ სფეისი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"Burger Space" აცხადებს ვაკანსიას გამოცდილების მქონე მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი ირაკლი აბაშიძის ქ. 58
** სამუშაო დღეები: 21 დღე თვეში
** სამუშაო საათები: 12:00-20.00 ან 19:00-03:00
** ანაზღაურება: 30 ლარი + ჩაი
** კვებას უზრუნველყოფს კომპანია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, მინიმუმ 1 წელი.
** თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და მათი დაცვა მუშაობის პერიოდში.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელური;
** მოწესრიგებული;
** აქტიური;
** ორგანიზებული;
** ერთდროულად რამდენიმე სამუშაოს შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ძირითადი ფუნქციები:

** მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა;
** მაგიდის გაწყობა;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: burgerspace.ge@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე 595 950022 მარიამი და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |