www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შეფ-მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Heritage Hotel and Suites
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ახლად გახსნილი სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.

საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:

** სასტუმრო სფეროში მსგავს პოზიციაზე წარმატებული გამოცდილება;
** ქართული და უცხოური კერძების ცოდნა;
** მენიუების და კალკულაციების კეთების გამოცდილება;
** ორგანიზებული და შრომისმოყვარე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროს კვების ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** საუზმის და რესტორნის კერძების მომზადება და ხელმძღვანელობა;
** მენიუების შედგენა;
** კვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** შეკვეთების გაცემისა და მიღების ორგანიზება.

თქვენ მიიღებთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** კვალიფიკაციის შესაფერის ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: g.keinashvili@hotmail.com და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |