საკონსულტაციო კომპანია "ბენეფიკა" საერთაშორისო პროექტისთვის სამუშაოდ იწვევს მოტივირებულ, ენერგიულ და მიზანდასახულ კანდიდატებს ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი
სამუშაო საათები: 11:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 1 000-1 250 ლარი (დარიცხული)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების ასახვა პროგრამაში;
** საბუღალტრო პროგრამაში ინვოისების შექმნა და კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** სხვადასხვა ხასიათის ფინანსური ანგარიშების მომზადება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ეკონომიკური /ფინანსური განათლება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა (მინიმალური დონე B2);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით Excel;
** სასურველია ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
უპირატესობად ჩაითვლება:
** საბუღალტრო პროგრამებში ან/და ERP სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** ACCA კვალიფიკაციის I დონე.
პიროვნული თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@benefica.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!