www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: საერთაშორისო გადაზიდვები
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"International Shipping"-ი წარმოადგენს მსხვილ სატრანსპორტო-საექსპედიციო კომპანიას. დღესდღეობით ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს სრულ კომპლექსურ მომსახურებას ყველა სახის ტვირთის - ერთი კილოგრამიდან ნებისმიერ სატრანსპორტო ერთეულამდე - გადაზიდვებზე მთელს მსოფლიოში, ტვირთის განბაჟებას, სასაწყობე შენახვასა და დამუშავებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

შესაძლებლობა გექნებათ ისწავლოთ, გაიაროთ სტაჟირება და დასაქმდეთ კომპანიაში.

მისამართი: ბელიაშვილის 189
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი (+საბონუსე სისტემა 5%)

მოვალეობები:

** ახალი პარტნიორების მოძიება და არსებულ პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება, დეტალების პროგრამულად ასახვა;
** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება;
** შესყიდული საქონლის დათქმულ ვადებში მიწოდების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** MS Office პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური, რუსული ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პუნქტუალური;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე): marketing@goletiani.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

წარმატებები!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |