www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრო-ინჟინერი
მომწოდებელი: Brasov Professional Group
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

გერმანიაში მიმდინარე სამშენებლო პროექტებისთვის "Brasov Professional Group" ("BPG") აცხადებს ვაკანსიას ელექტრო-ინჟინრის პოზიციაზე შესაბამისი ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხის და სათანადო პრაქტიკული გამოცდილების მქონე პირებისთვის. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც დამატებით სერტიფიცირებული არიან და გააჩნიათ სამშენებლო სფეროში ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება.

"BPG" ათ წელზე მეტია რაც უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სერვისებს რამდენიმე გერმანული ელექტრო-კომპანიისთვის, რომლებიც ახორციელებენ პროექტებს გერმანიის მასშტაბით. პროექტის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე კვირიდან ერთ წელზე მეტი დროის ხანგრძლივობით და მასში ჩართულია 2-30 ელექტრიკოსისგან შემდგარი გუნდი. სამუშაოს მასშტაბიდან გამომდინარე, ინჟინერი მზად უნდა იყოს პირადად ჩაერთოს პროცესში. ასევე, ადგილზე უნდა უზრუნველყოს სხვა ელექტრიკოსების ტექნიკური მხარდაჭერა და ხარისხის კონტროლი. ჩვენს მიერ შესრულებული პროექტები ეხება კორპუსებს, სავაჭრო მოლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, მუზეუმებს, საწარმოო სივრცეებს და ზოგჯერ ელექტრო პანელების წარმოებასაც კი.

წარმატებულ კანდიდატს უნდა შეეძლოს საჭირო დონეზე რუსულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაცია და უნდა გააჩნდეს სამუშაო სფეროსთვის შესაბამისი წერითი უნარები.

ჩვენს კომპანიაში ინჟინრის ხელზე ასაღები ხელფასი, საშუალოდ განისაზღვრება 2500-4000 ევროს ფარგლებში სამუშაო საათების, კომპეტენციის და პროდუქტიულობის შესაბამისად. გერმანიაში გამომგზავრების და უკან დაბრუნების, საცხოვრებლის და ადგილობრივი ტრანსპორტით სარგებლობის ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება ჩვენს მიერ. ასევე, წარმატებულ კანდიდატებს დავეხმარებით სამუშაო ნებართვის მიღებაში.

თქვენი საკონტაქტო პირი BPG-ში იქნება მოშკოვიჩ მიხაილ, რომელსაც შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე +7 904 387-55-77 (Viber / WatsApp). თქვენგან ამომწურავი რეზიუმეს მიღების შემდგომ, თუ დავრწმუნდებით, რომ თქვენი კანდიდატურა ნამდვილად აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, გამოგიგზავნით დამატებით ინფორმაციას ელ. ფოსტის მეშვეობით და ჩატარდება წინასწარი Skype გასაუბრება.

ასევე, ვებ. გვერდზე http://www.b-p-g.org შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენი კომპანიის მოკლე მიმოხილვას ინგლისურ, რუმინულ და რუსულ ენებზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |