www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგებების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება, შესრულების კონტროლი;
** ხარჯების კონტროლის მექანიზმების შემუშავება-დანერგვა;
** რეპორტების შედგენა;
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან ინფორმაციის გაცვლა;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში და კონტროლის სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან ეკონომიური მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** Excel-ის გამართული ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სწრაფი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 20 ივლისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |