კომპანია "ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის Penki kontinentai-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://bs2.ge/), რომელიც სპეციალიზირდება საბანკო ტექნოლოგიებსა და IT-მომსახურების აუთსორსინგის მიწოდების სფეროში, საბანკო გარემოსა და საგადასახადო სისტემებისათვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება-დანერგვაში, საბანკო აღჭურვილობის გაყიდვასა და ინტეგრაციაში. ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. მათი პროგრამული გადაწყვეტები და მომსახურება ხელმისაწვდომია მსოფლიო ბაზრის 77 ქვეყანაში. საქართველოში"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 6 სერვის ცენტრითა და 60-ზე მეტი თანამშრომლით.
პოზიცია: ტექნიკოსი/ბანკომატების ხელოსანი
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვალდებულებები:
** საბანკო მოწყობილობებზე სარემონტო სამუშოების ჩატარება;
** ბანკომატების შეკეთება, შეცვლა, გაწმენდა;
** პოს-ტერმინალების შეკეთება, შეცვლა გაწმენდა;
** სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება წესის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება
** სამუშაო გამოცდილება ტექნიკურ სფეროში
** სარჩილავ მოწყობილობასთან მუშობის გამოცდილება
** მივესალმებით ელექტრონიკისა და მექანიკის სრულყოფილ ცოდნას
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული (ძალიან კარგად)
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა
საწყისი ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
კომპანია ბს/2 ჯორჯია გთავაზობთ:
** თქვენი მოლოდინის დამაკმაყოფილებელ ფინანსურ პირობებს, დამატებით სტიმულს და შესაძლებლობებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად (ტრენინგები, მივლინებები და ა.შ.);
** მუშაობას თანამედროვე, სტრატეგიულად განლაგებულ ოფისში;
** დამატებით სპორტულ, დასასვენებელ და გასართობ ბენეფიტებს;
** მუშაობას მეგობრულ კოლექტივში;
** ტრადიციულ ღონისძიებებს და მოგზაურობას, კომპანიის თანამშრომლებისათვის.
გასაუბრებაზე მოვიწვევთ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ განცხადებაში მითითებულ მოთხოვნებს. ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობას.
გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართებზე: hr.ge@bs2.Lt და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.