"Krtsanisi Resort Residence" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და ახალი პროექტების ინიციირება;
** კომპანიის ცნობადობის გაზრდასა და იმიჯის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროგნოზების მომზადება;
** კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდისა და სხვა მარკეტინგული არხების მართვა;
** საინფორმაციო და საპრეზენტაციო მიზნით კორპორაციული თემფლეითების მომზადება;
** სოციალური ქსელის (Facebook; Instagram; LinkedIn) მართვა და ადმინისტრირება;
** მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრა და მოზიდვა;
** ადგილობრივ და უცხოურ უძრავი ქონების სხვადასხვა პორტალებზე ინფორმაციის განთავსება/განახლება;
** ციფრული მარკეტინგული აქტივობების მენეჯმენტი;
** რენდერების განახლება, 2D/3D არქიტექტორებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
** ბანერების სტრატეგიული ლოკაციების მოძიება და სარეკლამო კომპანიებთან მოლაპარაკება;
** მაკეტის დამზადების პროცესების მართვა;
** დროის ოპტიმიზაციის გათვალისწინებით, ბანერებზე რენდერების დამუშავება, ბეჭდვა და განთავსება;
** სასპონსორო და სხვა ტიპის თანამშრომლობის მიზნით პოტენციური პარტნიორების მოძიება;
** კომპანიაში არსებული ბრენდირებული მასალების მომზადება./განახლება;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის შემუშავება და გადაღების კონტროლი;
** არსებული ხარჯის, ინვოისების შეგროვება და პერიოდულად ბუღალტერიისთვის მიწოდება;
** მარკეტინგის დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** ბრენდინგისა და სარეკლამო კამპანიების ზედამხედველობა, მომსახურების პირობების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა, ვადების კონტროლი;
** პროგრეს რეპორტებისა ანალიზი და მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** ბიზნეს მიზნის მისაღწევად, უშუალო უფროსის დავალებით, სხვადასხვა მითითების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება: მარკეტინგის სფეროში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება დეველოპერულ კომპანიაში;
** განათლება: აკადემიური ხარისხი მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
** საბაზისო კვალიფიკაცია: მარკეტინგული სტრატეგიების, არხებისა და ბრენდინგის ცოდნა, ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაცია, საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა.
** უნარები: ინიციატორი, კრეატიული, გუნდური, შედეგზე ორიენტირებული, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@vr.ge