ახლად გახსნილი სასტუმრო "Heritage Hotel & Suites" მდებარეობს თბილისის ტურისტულ ცენტრში ისტორიულ შენობაში. 33 ნომრისგან შემდგარი მაღალი კლასის ოთახები და ლუქსები, რესტორანი, ფიტნეს კლუბი, ორთქლის ოთახი და ბიზნეს ლაუნჯი სტუმრებს განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს.
ვაკანსია: ფრონტ ოფისის მენეჯერი
საჭირო ცოდნა, თვისებები და უნარები:
** სასტუმრო სფეროში მსგავს პოზიციაზე წარმატებული გამოცდილება;
** ფრონტ ოფისის მომსახურების სტანდარტების სრულყოფილი ცოდნა;
** სასტუმროს მართვის პროგრამა ფიდელიოში გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** ორგანიზებული და პოზიტიური.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფრონტ ოფისის დეპარტამენტის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** ჯავშნების და ანგარიშსწორების ორგანიზება;
** ადმინისტრატორების და ბელბოების ტრეინინგი და ხელმძღვანელობა;
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სრულყოფა.
თქვენ მიიღებთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს;
** კვალიფიკაციის შესაფერის ანაზღაურებას და ბონუსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: g.keinashvili@hotmail.com და ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!