www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჩამოწერილი აქტივების ოპერატორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სს "კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას ჩამოწერილი აქტივების ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით საქართველოს მასშტაბით 80 ფილიალით არის წარმოდგენილი.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიკურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული ტრენინგები.

სამუშაო აღწერილობა:

** ჩამოწერილი პრობლემური სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია ჩამოწერილი პრობლემური სესხის დაფარვის უზრუნველსაყოფად;
** ბანკის ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ უშუალო ხელმძღვანელი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, კლიენტისთვის ჩამოწერილ, პრობლემურ სესხებზე, მორიგების/გადანაწილების შეთავაზება, ჯარიმის პატიება, ხელსაყრელი პირობებით;
** საქმიანობის კოორდინირება რისკების დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან;
** ჩამოწერილი პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ინტენსიური მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება);
** სასურველია პრობლემური სესხების ოპერატორად, პრობლემური აქტივების მართვის ოფიცრად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: "ჩამოწერილი აქტივების ოპერატორი"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივლისი 2022 წელი

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |