www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

შპს მაქსიმა (ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში (4 ვაკანტური ადგილი).

სამუშაო საათები: ორშაბათი - შაბათი 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე
ხელფასი: 650 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გაყიდვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** რუსული ენის და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის მოთხოვნის გაგება, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
** მომხმარებლისგან მიღებული შეკვეთის გაფასება და მომზადება შემდგომი მიწოდებისათვის.
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "მაქსიმა"-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე, აცხადებთ თანხმობას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: info@maxima.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება "კონსულტანტი ბათუმში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |