www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე ვარკეთილის ფილიალში.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა და მართვა ორგანიზაციის მასშტაბით;
** ბუღალტრული შეუსაბამობების ზუსტად და დროულად გამოსწორება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია, მართვა, კონტროლი;
** კომპანიის შიდა აუდიტთან წარმოების აღრიცხვის მიმოხილვის პროცესში ჩართულობა;
** წარმოების დანახარჯებისა და კალკულაციის შესახებ რეპორტების მომზადება;
** წარმოებასთან დაკავშირებული რეპორტების შედგენა/შემუშავება და მათი განხილვა მენეჯმენტთან;
** ფინანსური დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე;
** MS Office-ის, Excel-ის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატებმა განცხადება უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge 21 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |