www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსისტი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ფინანსისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 09:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დროული და სწორი ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება;
** სახელფასო სისტემის სტაბილიზაცია, კონტროლი, ცვლილება, მონიტორინგი;
** ბონუსების/ჯარიმების მართვა საჭიროების მიხედვით;
** თანამშრომლების მუშაობის ფინანსური ეფექტურობის გათვლა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, აღსრულება;
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** მიმდინარე სამუშაო პროცესების შესახებ რეპორტების გამოთხოვა მენეჯერებისგან;
** წარმოებისა და ლოჯისტიკის სამუშაო პროცესებში აქტიური ჩართულობა;
** პერიოდული სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა-განხორციელება ფილიალებში;
** ფინანსური დირექტორისთვის, სხვადასხვა ტიპის სტრატეგიული გეგმების შეთავაზება;
** მოთანამშრომლე კომპანიებთან შეხვედრების დაგეგმვა და აქტიური ჩართულობა;
** ფინანსური დირექტორის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 21 ივლისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე jobs@madart.ge

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |