www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ციფრული მარკეტერი
მომწოდებელი: Meta Agency
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

Meta სააგენტო, არის Google-ის და Facebook-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია რომელიც მოღვაწეობს ონლაინ მარკეტინგის სფეროში. ჩვენი ძირითადი მიმართულებებია: SEO, Google Ads, Social Media და ანალიტიკა. გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს, ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

Meta Agency აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული მარკეტინგის და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელდება;
** Google Ads-ის და სხვა PPC კამპანიების მართვა;
** Facebook ads manager-ში მუშაობა და რეკლამების მართვა;
** რელევანტური აუდიტორიების შერჩევა, აქტიური რემარკეტინგი;
** Email მარკეტინგზე მუშაობა
** კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და რეპორტინგი;
** ვებ-გვერდის ანალიტიკა (Google Analytics-ის მეშვეობით ან სხვა მსგავსი tool-ებით)

მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით
** უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით
** ინგლისური და ქართული ენების გამართულად ცოდნა
** Google Ads, Facebook Ads, Google Analytics, MS Office - ცოდნა
** დამატებითი სარეკლამო პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი, დეტალებზე ორიენტირებულობა, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ - https://airtable.com/shrAhz0TaFvlHrmVw



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |