www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე
მომწოდებელი: საჩხერის შშმპ რეგისტრირებული კავშირი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისთვის/ხანდაზმულებისთვის. ვაკანსია გამოცხადებულია ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ასოციაცია ანიკა". პროექტის პარტნიორია "თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი"

პროექტისთვის "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდების პილოტირება, განვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში" ცხადდება ვაკანსია საყოფაცხოვრებო ასისტენტის/ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია/Disabled People`s Organisation (DP0), რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და შშმ პირთა საკითხებზე და უფლებებზე მუშაობს. ორგანიზაციის მისიაა დამიანების უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით შშმ პირთა ინკლუზიის ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს ხანდაზმულთა და მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე შშმ პირთა შინმოვლის (შინმოვლა არის კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან), ასევე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული პერსონალური ასისტენტის მომსახურებების დანერგვა-მიწოდების პილოტირებას, განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

დასახელება: საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე - ბაღდათი

სამუშაოს აღწერა:

** პოზიცია: საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწე
** მომსახურება: შინმოვლა
** ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
** ხანგრძლივობა: 5 თვე
** ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, საქართველო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო
** კვალიფიკაცია: სასურველია გამოცდილება მოვლის სფეროში
** ქართულად წერისა და კომუნიკაციის სრულყოფილი უნარები

საყოფაცხოვრებო ასისტენტი/ექთნის თანაშემწის ფუნქცია-მოვალეობები:

** დახმარება გაუწიოს ექთანს პროექტით დაგეგმილი საქმიანობების განხორციელებაში.
** (მოვალეობები)
** ძირეული მოვლა (ჰიგიენური პროცედურები, დახმარება ჩაცმა-გახდაში, თეთრეულის გამოცვლა, დახმარება კვებისას და ა.შ.);
** დახმარება გაუწიოს ექთანს დაგეგმილი შინმოვლის პროცედურებისა და მანიპულაციების ჩატარებაში;
** მოვალეა დაეხმაროს ბეენეფიციარს საყოფაცხოვრებო საქმიანობების მოგვარებაში (სადილის მომზადება, ბინის დალაგება);
** მოვალეა პროექტის მენეჯერს, პროექტისა და შინმოვლის კოორდინატორებს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
** პასუხისმგებელია მუშაობის პროცესში სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
** მოვალეა მონაწილეობა მიიღოს შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის ყოველკვირეულ შეხვედრებში;
** მოვალეა იყოს შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის აქტიური წევრი;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელის სხვა დავალებებს;
** ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერისა და შინმოვლის კოორდინატორის წინაშე.

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
** 3 ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება.

ანაზღაურება: 555 ლარი (დარიცხული/Gross).

შერჩეული კანდიდატები, ორგანიზაციის ხარჯებით გაივლიან სერვისის მისაწოდებლად საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგ-კურსს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dpo.sachkhere@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/06/2022

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 551 27 45 67



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |