www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ლიზინგის განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ტერაბანკი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

"ტერაბანკი" 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალიზინგო პროდუქტების გაყიდვების მართვა;
** მერჩანტებთან ურთიერთობა;
** სალიზინგო ხელშეკრულებების მართვა;
** გაყიდვების გუნდის მართვა;

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ლიზინგში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საკრედიტო რისკების მართვის უნარი;
** ფინანსების საფუძვლების ცოდნა;
** ლიზინგის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ბიზნესის განვითარების საჭიროების განსაზღვრა;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel);
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 ივნისის 18:00 სთ-მდე მისამართზე: career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

"ტერაბანკი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |