www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი
მომწოდებელი: Design Sector
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "DESIGN SECTOR"-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ ახალგაზრდას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე სამუშაოდ.

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებთან კომუნიკაცია და მათი მოთხოვნების იდენტიფიკაცია
** პროექტის დიზაინ-კონცეფციის შემუშავება
** 3D ვიზუალიზაცია რეალისტური ესკიზების სახით
** შიდა საპროექტო ნახაზების მომზადება (სასურველია)

პროფესიული მოთხოვნები:

** ინტერიერის დიზაინზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** შემდეგი პროგრამების ცოდნა: 3Ds Max, ArchiCAD, Adobe Photoshop (ასევე სასურველია - AutoCAD, Corel Draw ან/და Adobe Illustrator)
** უმაღლესი განათლება (სასურველია არქიტექტურის ან დიზაინის მიმართულებით)
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კრეატიული აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა

ჩვენთან დაგხვდება მეგობრული გარემო, გექნება კომფორტული სამუშაო სივრცე და მაღალი ანაზღაურება. თუ ხარ პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული, გიყვარს საკუთარი საქმე და მიგაჩნია რომ აკმაყოფილებ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნე შენი CV, ფოტოსურათი და პორტფოლიო შემდეგ ელფოსტაზე: Team@designsector.ge

ოფისი მდებარეობს იპოდრომთან, გ. კარტოზიას ქ. #10-ში.

WEB: https://designsector.ge/
FB: https://www.facebook.com/DesignSector.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |