www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები - სამართლის მიმართულება
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
თანდართული ფაილი: 73106_eu_edu_docx_3156840.zip
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 26 ივლისი

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

სამართლის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში:

** ორი პროფესორი აკადემიური ნიშნით (აფილირების პირობით) - სისხლის სამართლის მიმართულება;
** კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში:
** ოთხი პროფესორი აკადემიური ნიშნით (აფილირების პირობით) - კერძო სამართლის მიმართულება;
** ოთხი ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - კერძო სამართლის მიმართულება;
** ორი ასოცირებული პროფესორი პროფესიული ნიშნით - ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად - კერძო სამართლის მიმართულება;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** პირი, რომელიც ფლობს ერთერთ უცხო ენას B2 დონეზე (ფრანგული / ინგლისური / გერმანული).

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი (შესაბამის დარგში/სფეროში), რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
** პირი, რომელიც ფლობს ერთერთ უცხო ენას B2 დონეზე (ფრანგული / ინგლისური / გერმანული).

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):

არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:

** არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** პირი, რომელიც ფლობს ერთერთ უცხო ენას B2 დონეზე (ფრანგული / ინგლისური / გერმანული).

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი1 კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge / Hr@eu.edu.ge);
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".
** კონკურსი ჩატარდება შპს ევროპის უნივერსიტეტის "პერსონალის შერჩევის წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება. მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 21 ივნისიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 29 ივლისს;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 5 აგვისტოს;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 9 აგვისტოს;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2022 წლის 9 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით;
8. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2022 წლის 22 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით;

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის.

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. N76. hr@eu.edu.ge; info@eu.edu.ge
ტელ: 032 2000 171



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |