საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტი" ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე!
ძირითადი მოვალეობები:
** დაინტერესებული პირებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (პროდუქტისა და მისი მახასიათებლების გაცნობა);
** დაინტერესებულ პირებთან ერთად ობიექტის დათვალიერება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: ttavberidze@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.