მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ნოდარ ბოხუას პირველი შესახვევი N6
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე მონაცვლეობით - 09:00-17:00 სთ ან 13:00-21:00
ანაზღაურება: 700 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა და რეგისტრაცია
** შესაბამისი სამსახურების ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური.
შერჩევის ეტაპები:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.