www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბაჟო ბროკერი
მომწოდებელი: Kairos Logistic
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

კომპანია "კაიროს ლოჯისტიკი" აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ბროკერის პოზიციაზე ქალაქ ფოთში.

ფუნქცია მოვალეობები:

** საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება;
** საბაჟო ორგანოსათვის საბაჟო მიზნებისათვის აუცილებელი დოკუმენტებისა და დამატებითი მონაცემების წარდგენა;
** საბაჟო გაფორმებისა და საბაჟო კონტროლისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების განხორციელება;
** წინასწარი პროცედურების განხორციელება;
** საჭიროების შემთხვევაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმების პროცესზე დასწრების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2 დონეზე;
** MS Office სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@kairos.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |