www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინვენტარიზაციის მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

** სამუშაოს ადგილი: თბილისი (მოიაზრება რეგიონებში მიმოსვლა)
** სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი (საჭიროებისამებრ შაბათი დღე); სეზონურად)
** ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** ინვენტარიზაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
** პროდუქციის თვლად მდგომარეობაში ყოფნის მონიტორინგი;
** ინსტრუქციის შესაბამისად ყოველდღიური რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით, საჭირო დოკუმენტაციის შედგენის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** ERP სააღრიცხვო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია (Microsofr NAV, SAP).

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული და შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@winerykhareba.com. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინვენტარიზაციის მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |