www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"ტერაბანკი" აცხადებს მიღებას გაყიდვების ოფიცრის პოზიციაზე.

"ტერაბანკი" 22 წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს: 10:00 სთ-14:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა
** მომხმარებელთა ახალი ბაზების მოძიება და მიმდინარე ბაზების მართვა
** კლიენტებისათვის საბანკო პროდუქტების შეთავაზება

პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** სასურველია ჰქონდა მუშაობის გამოცდილება ავტო ლიზინგის, ლომბარდის მიმართულებით
** სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სხარტი აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 20 ივნისის 18:00 საათამდე მისამართზე: career@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |