კომპანია "გრიინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის/სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობაზე.
"გრიინ ჯორჯია" არის გერმანული კომპანია FIT gmbh-ს წარმომადგენელი საქართველოში რომელსაც აქვს 50 წლიანი გამოცდილება სარეცხი და საწმენდი საშუალებების წარმოებაში.
საქართველოში FIT gmbh-ს ეკო ხაზის პროდუქცია წარმოდგენილია სრული ასორტიმენტით საცალო რეალიზაციის ქსელებში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქსელური მაღაზიებში პროდუქციის:
- შეთანხმებული განლაგების კონტროლი,
- ფას მაჩვენებლების კონტროლი,
- თაროზე წარმოდგენილი მარაგების კონტროლი;
** ქსელურ მაღაზიებში ხარვეზების იდენტიფიცირება და ანგარიშის შედგენა;
** ქსელურ მაღაზიებში დახლებზე/თაროებზე სარეკლამო საშუალებების განთავსება და კონტროლი;
** მაღაზიათა ქსელებში გაყიდვების წამახალისებელი აქტივობების გაკონტროლება.
ჩვენ გთავაზობთ
** თანამედროვე და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** კარიერულ ზრდას;
** დინამიკურ სამუშაოს;
** პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს.
საკვალიფიკაციოს მოთხოვნები:
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები და თვისებები:
** ლიდერული უნარები;
** შრომისმოყვარე;
** ენერგიული;
** ახალი ცოდნის ათვისების უნარი;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** თვითგანვითარების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: hello@eco.com.ge 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.