მაღაზია "იოლი" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნორიოს აღმართ 54ა (კუკია)
სამუშაო დრო: დღის ცვლა
ანაზღაურება: 500 ლარი + საბონუსე სისტემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ხანმოკლე ანაზღაურებად სტაჟირებას;
** საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პანდემიის პირობებში საქალაქო ტრანსპორტის შეზღუდვის შემთხვევაში ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი:
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი კონტროლი და შევსება;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** მართვის და ორგანიზების უნარი;
** ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacanciesgnt@gmail.com და გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე- კონსულტანტი".
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 593 171 177
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 ივლისი.
მაღაზია "იოლი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!