შპს "ჩირინა", "ბიუ-ბიუ"-ს ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია (http://www.chirina.ge) ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური მეფრინველეობის კომპლექსია. კომპანია ვერტიკალურადაა ინტეგრირებული, რაც საშუალებას იძლევა წარმოების ყველა ეტაპზე სრულად გაკონტროლდეს ხარისხი- ფრინველის კვებისთვის საჭირო ნედლეულის მოპოვებიდან დაწყებული, ქათმის ხორცპროდუქტების დისტრიბუციით და რეალიზაციით დამთავრებული. კომპანია აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს.
ანაზღაურება: 700 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კამერების გამართულად მუშაობის მუდმივი მონიტორინგი
** ღამის მორიგეობის დროს ობიექტის კონტროლი/გარე დათვალიერება
** ვიზიტორთა კონტროლი/აღრიცხვა
** შინაგანაწესით დადგენილი ნებისმიერი სახის დარღვევის აღკვეთა
მოთხოვნები:
** დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** ჯარში ნამსახურობა
** შრომისმოყვარეობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** კომპიუტერული, საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@chirina.ge 30 ივნისამდე და გთხოვთ, თქვენს მიერ გამოგზავნილ წერილში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.