"C9 - ICT" გადაწყვეტილებების პროვაიდერი კომპანიაა. ჩვენი მიზანი, კორპორაციული და საჯარო სექტორისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების მიწოდებაა.
კომპანიის ძირითადი სერვისები: გამოთვლითი სისტემების გადაწყვეტილებები, ინფორმაციული უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, ქსელისა და სატელეკომუნიკაციო სისტემების გადაწყვეტილებები; საკონტაქტო ცენტრები, მონიტორინგის სისტემები და ღრუბლოვანი სერვისები.
ვებ-გვერდი: https://www.c9.ge
"C9"-ში, ვეძებთ გაყიდვების ოპერაციების სპეციალისტს.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების შიდა ნორმატიული დოკუმენტების შექმნის, მოძრაობის, მოდერნიზაციის პროცესის წარმოება;
** დოკუმენტების მართვის პროცესის მონიტორინგი, დოკუმენტების ელექტრონული ბაზის წარმოება, შენახვა და განახლება, თანამშრომლებისათვის შიდა დოკუმენტების საბოლოო ვერსიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობა;
** ფასების მონიტორინგი;
** ინვოისების მომზადება;
** შიდა ნორმატიული დოკუმენტების წესების და თაიმლაინების დარღვევასთან დაკავშირებული საოპერაციო ინციდენტების მოკვლევა, რეგისტრაცია და მონიტორინგი;
** რისკების შემცირებისთვის მოქმედების გეგმების შემუშავება და მისი დანერგვის პროცესის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** IT სფეროში, გაყიდვების ოპერაციების განხრით მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაო გამოცდილება, ისეთი მწარმოებლების აპარატურასთან, როგორიც არის: Dell, HP, Lenovo, VMware, Cisco, Fortinet, Aruba, Juniper. (ჩამოთვლილი მწარმოებლების მიერ, გაცემული სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კომპეტენციები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დელეგირების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული.
ჩვენ გთავაზობთ:
** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მოცემული ფორმა: https://forms.gle/WvkbLvdnwSoqmVrU7, ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@c9.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.