www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: პატიო არტი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სარეკლამო კომპანია "პატიო-არტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება;
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება/გადამუშავება, ანგარიშების მომზადება;
** ფულადი სახსრების ბრუნვის კონტროლი;
** მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის ქვედანაყოფების ფინანსური მოდელირება;
** კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ანგარიშების/ბიუჯეტის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
** სააღრიცხვო პროგრამა 1C პროგრამის ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ენების ფლობა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვის და დაცვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@patioart.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |