www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომერციული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას კომერციული შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს ტოიოტას დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge
მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 15:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივი კომერციული შესყიდვების წარმოება;
** სხვადასხვა სახის გარე მომსახურების მოძიება და შესყიდვა;
** შესყიდული პროდუქციის/მომსახურების ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** შესყიდული მომსახურებების პროგრამაში ასახვა;
** მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაცია როგორც სატელეფონო, ისე წერილობითი გზით;
** სხვადასხვა რეპორტებისა და დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლიანობა;
** მიზანდასახულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/1633 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |