კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთელი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** კურიერების ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** საჭიროებისამებრ, ავტომობილის ცენტრში მიყვანა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით.
ჩვენ უზრუნველგყოფთ:
** კომფორტული ავტომობილით;
** მანქანის ტექნიკური გამართულობის სერვისით;
** საწვავით.
მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა - B კატეგორია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** თბილისი უბნების კარგად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: vacancy@mdelivery.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).
გისურვებთ წარმატებებს!