www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო KMM
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივლისი

სასტუმრო "KMM" ფუნქციონირებს 2006 წლიდან და მდებარეობს თბილისის ისტორიულ და ტურისტულ ცენტრში. ამჟამად სასტუმროს განკარგულებაშია ორი კორპუსი 63 სუფთა და მყუდრო ოთახი, ელეგანტური ინტერიერით, ძველი თბილისის თვალწარმტაცი ხედებით და კვალიფიციური თანამშრომლების მომსახურებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებგვერდს: https://kmm.ge/en/home

სასტუმრო "KMM" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პრიორიტეტულია);
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამსახურს
** კვებით უზრუნველყოფას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას ზრდისა და განვითარებისათვის;
** ანაზღაურება: 750 ლარი ფიქსირებული + საბონუსე დანამატი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@kmm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |