ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Grand Electronics" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800-1000 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 დღე;
სამუშაო ადგილი: გლდანი; მეგალაინი;
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა/ცოდნა;
** მომხმარებლისათვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების ხელშეწყობა და პროცესის ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
კომპეტენციები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ენერგიული და მოტივირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@grandel.ge; სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.