www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მუშაკი/ასისტენტი
მომწოდებელი: საჩხერის შშმპ რეგისტრირებული კავშირი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / განცხადების ვადა: 27 ივნისი

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" იწყებს შშმ პირთა და ხანდაზმულთა შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის უფასო საპილოტე პროგრამის განხორციელებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისთვის/ხანდაზმულებისთვის. ვაკანსია გამოცხადებულია ევრო კავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ასოციაცია ანიკა". პროექტის პარტნიორია "თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი"

პროექტისთვის "უფლებებზე დაფუძნებული სოციალური სერვისების დანერგვა-მიწოდების პილოტირება, განვითარება ბაღდათის მუნიციპალიტეტში" ცხადდება ვაკანსია სოციალური მუშაკი/ასისტენტის პოზიციაზე.

ა (ა)იპ "საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაცია/Disabled People`s Organisation (DP0), რომელიც 2005 წელს დაფუძნდა და შშმ პირთა საკითხებზე და უფლებებზე მუშაობს. ორგანიზაციის მისია ადამიანების უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით შშმ პირთა ინკლუზიის ხელშეწყობა.

პროექტი ითვალისწინებს ხანდაზმულთა და მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე შშმ პირთა შინმოვლის (შინმოვლა არის კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან), ასევე, ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული პერსონალური ასისტენტის მომსახურებების დანერგვა-მიწოდების პილოტირებას, განვითარებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში.

დასახელება: სოციალური მუშაკი/ასისტენტი - ბაღდათი

სამუშაოს მიზანი:

სოციალური მუშაკი პასუხისმგებელია განახორციელოს პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები დროულად და ეფექტურად, კერძოდ, გაუწიოს მხარდაჭერა სოციალურ საკითხებში პროექტის შინმოვლის მომსახურების ბენეფიციარებს.

ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, საქართველო

კანდიდატების საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება-სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი; იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ აქვს უმაღლესი განათლება სოციალური მუშაობის სფეროში, აუცილებელია საქართველოს კანონით "სოციალური მუშაობის შესახებ" გათვალისწინებული სოციალური მუშაკის სერტიფიკატი;
** სოციალური მუშაობის პრაქტიკის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;

სოციალური მუშაკის სამუშაო ფუნქციები/ვალდებულებები:

** ბენეფიციარებთან, როგორც პირისპირ ასევე სატელეფონო გასაუბრება, პრობლემების იდენტიფიცირება და მათ გადაწყვეტაში დახმარება;
** საჭიროების შემთხვევაში სამიზნე ბენეფიციარებთან და ბენეფიციარების ოჯახებთან მუშაობა, საცხოვრებელ ადგილზე/ოჯახებში და საჭირო დაწესებულებებში ვიზიტების განხორციელება;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს, მიიღონ სარგებელი სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სოციალური პროგრამებისგან;
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს, მიეწოდოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური სერვისები;
** შეასრულოს შუამავლის როლი ბენეფიციარებსა და სახელმწიფო/არასამთავრებო ორგანიზაციებს შორის;
** საჭიროების შემთხვევაში, თან წაყვეს ბენეფიციარს სამთავრობო, თუ არასამთავრობო სოციალურ ან მსგავს სერვისში, ბენეფიციარისთვის საჭირო დახმარების უზრუნველსაყოფად;
** დახმარება გაუწიოს პროექტის მენეჯერსა და კოორდინატორს პროექტის აქტივობების განხორციელებაში;
** საქმიანობა განახორციელოს პროექტის მენეჯერთან, კოორდინატორთან და შინმოვლის კოორდინატორთან/ექთანთან შეთანხმებით;
** ვალდებულია პროექტის მენეჯერს, კოორდინატორსა და შინმოვლის კოორდინატორს/ექთანს დროულად აცნობოს პრობლემების შესახებ და მისცეს რეკომენდაცია მათი გადაწყვეტის შესახებ;
** მოვალეა იყოს პროექტისა და შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდების აქტიური წევრი და მონაწილეობა მიიღოს შინმოვლის მრავალდარგობრივი გუნდის ყოველკვირეულ შეხვედრებში;
** საჭიროების შემთხვევაში ასრულებს პროექტის მენეჯერის სხვა დავალებებს;
** ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერისა და შინმოვლის კოორდინატორის წინაშე.

პოზიციისთვის საჭირო უნარები და თვისებები

** კონფიდენციალობის დაცვა
** ადამიანის ღირსების პატივისცემა
** ემპათია
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას
** კომუნიკაბელურობა; გამართულად მეტყველების უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერითი და ანალიტიკური უნარები

შესარჩევი კანდიდატების რაოდენობა: 1

შერჩევის პროცედურა:

** 1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
** 2 ეტაპი - გასაუბრება;
** 3 ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმება.

სამუშაო დატვირთვა: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათისა).
ანაზღაურება: 975 ლარი (დარიცხული/GROSS)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/06/2022.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dpo.sachkhere@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე - 551 27 45 67



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |