www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

აზიური სამზარეულოს რესტორნების ქსელი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: 12 საათიანი სამუშაო ცვლა, როგორც დღის, ისე ღამის ცვლები.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მენიუში არსებული პროდუქციის სუშის, როლის და ვოკის მომზადება;
** პროდუქციისათვის საჭირო ნახევარფაბრიკატების დამზადება/დამუშავება და შენახვის წესების დაცვა;
** ბრენდ შეფის მიერ დადგენილ რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

მოთხოვნები: სასურველია იაპონურ ან აზიურ სამზარეულოში მუშობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; შრომის მოყვარეობა, პასუხისმგებლობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი.

გთავაზობთ:

** კარიერული ზრდა;
** სტაბილური ხელფასი;
** უფასო კვება;
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge და ველში-"Subject", მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".

წინამდებარე ვაკანსიებზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ ორგანიზაცია უფლებამოსილია, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |