www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თბილღვინო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 13 აგვისტო

"თბილღვინო" ქართული ღვინის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის პროდუქციასაც მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში იცნობენ, აფასებენ და ენდობიან.

"თბილღვინოს" ისტორია ათეულობით წელს ითვლის და ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იწყება. 1962 წელს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.

"თბილღვინოს" გაშენებული ვენახების ფართობმა 402 ჰექტარს მიაღწია. ვენახებში გაშენებულია საფერავის ჯიშის ყურძენი და მდებარეობს ქინძმარაულისა და მუკუზნის მიკროზონებში. ჯამში, კახეთის რეგიონში, "თბილღვინოს" ვენახებში 350-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.tbilvino.ge

"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** დაგეგმარების და ბიუჯეტირების პროცესის მხარდაჭერა
** შემოსავლების ბიუჯეტის დევიაციური ანალიზის მომზადება (ყოველ თვე)
** დებიტორების დევიაციური ანალიზის მომზადება (ყოველ თვე)
** პროდუქციის თვითღირებულების ანალიზის მომზადება (კვარტალური)
** კომპანიის ფინანსური ანალიზის პროცესის მხარდაჭერა (კვარტალური)
** ფასწარმოქმნის პროცესის მხარდაჭერა
** მმართველობითი აღრიცხვის და ანგარიშგების პროცესის მონიტორინგი
** ხარჯების ოპტიმიზაციის პროექტების ანალიზის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით

სამუშაო გამოცდილება:

ანალოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პროფესიული კვალიფიკაციები:

** ინგლისური - B2
** რუსული - B2
** Microsoft Office - მაღალ დონეზე ცოდნა
** სტატისტიკურ პროგრამებთან მუშაობა (სასურველია)

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ, მეგობრულ გუნდსა და გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას, შესრულებული სამუშაოს შეფასებაზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას და სხვა კორპორატიულ ბენეფიტებს

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის #2
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00
** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი".

"თბილღვინო" წარმატებას გისურვებთ!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |