სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას სადგომის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაოს ტიპი: დროებითი ხელშეკრულება
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ასევე, ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის (4%);
** თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტებზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დასაკუთრებული აქტივების მიბარება და ავტოსადგომზე განთავსება
** ავტოსადგომზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა
** დასაკუთრებული აქტივების სისტემატიური მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება
** ავტოსადგომზე განთავსებული აქტივების ტექნიკური/ვიზუალური მხარის მოწესრიგების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში აქტივების ადგილზე ან სერვის ცენტრში შეკეთების უზრუნველყოფა
** აქტივების დასურათება, რეპორტის მომზადება და დაკავშირებულ განყოფილებებთან კომუნიკაცია/რეპორტინგი;
** დაინტერესებული კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსუბუქი/სატვირთო ავტომანქანის, საგზაო/სამშენებლო ტექნიკის ტექნიკური ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები და საჭირო უნარები:
** დროის მართვის უნარი
** საქმის ეფექტურად განაწილების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcleasing.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.