www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბარისტა - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 22 აგვისტო

კავკასიის უნივერსიტეტის კაფეტერია "CanteenArea" აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** მრავალფეროვანი რეცეპტურის სრულყოფილად ცოდნა და მომზადება;
** კაფის სტუმრების შეკვეთების სწრაფი და ეფექტური დაკმაყოფილება, თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომსახურება, სალაროს მეშვეობით ზუსტი ანგარიშსწორება;
** სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა ინგრედიენტებთან დაკავშირებით;
** ბარის მარაგის რეგისტრაციის წარმოება, კონტროლი, შეკვეთა და განთავსება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის მახასიათებლების და უპირატესობების ახსნა;
** ობიექტის მენეჯერთან ერთად გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** შინაგანაწესისა და პროცედურების სრულყოფილი ცოდნა და დაცვა.

მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა
** დატვირთულ რეჟიმში სხვადასხვა დავალების ერთდროულად შესრულების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის კარგი უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე ნახევარ განაკვეთზე, კვირაში სამი დღე, 09:00-20:00 საათამდე.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)
** ანაზღაურება (ხელზე): 700 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: CanteenArea@cu.edu.ge და გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ "CanteenArea - ბარისტა".

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 22 აგვისტო.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |