www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიწოდების სამსახურის აგენტი
მომწოდებელი: მეამა
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 15 აგვისტო

"მეამა" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის აგენტის პოზიციაზე.

"მეამა" არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ დაკომპლექტებული გუნდის ხელმძღვანელობით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის პროდუქტის მიწოდება;
** გამოძახების ადგილზე პროდუქტის მიტანა;
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა;
** მეამას სივრცეების და ქოლექთის მომარაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა - B (კატეგორია, მექანიკა);
** ავტომანქანის მართვის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გემრიელ და არომატულ ყავას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: Career@meama.ge, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - "მიწოდების სამსახურის აგენტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 აგვისტო.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |