www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოც.მედია მენეჯერი
მომწოდებელი: iTechnics
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

Apple-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში, კომპანია "iTechnics"-ი, ჩვენთან სამუშაოდ გიწვევთ ყველას, ვისაც გსურთ გახდეთ ჩვენი კომპანიის გუნდის წევრი.

მიმდინარე ვაკანსია: სოც.მედია მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
დასვენება: კვირაში 2 დღე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის მართვა და განვითარება;
** კონტენტ კალენდრის შექმნა, კონტენტის მომზადება, განთავსება და შედეგების მონიტორინგი;
** სოციალური მედია კამპანიის დაგეგმვა და რეკლამის ბიუჯეტირება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება.

პროფესიონალს უნდა ჰქონდეს:

** შესასრულებელი სამუშაოს ორგანიზების და დაგეგმვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სისხარტე და ოპერატიულობა;
** ლოგიკური საკითხების გადაწყვეტის უნარი;
** მიზანშეწონილობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** უმაღლესი განათლება ციფრული მარკეტინგის, PR-ის ან მონათესავე დარგის განხრით;
** კომპიუტერული პროგრამების Adobe Photoshop, Corel Draw, Adobe illustrator, Photoshop CS6 ცოდნა;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში აღნიშნულ სფეროში;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენის ცოდნა.

ჩვენ შეგასწავლით:

** Apple-ის ტექნიკის და აქსესუარების შესაძლებლობებს;
** გაყიდვების ხელოვნებას;
** კლიენტთან მომსახურების ფსიქოლოგიას;
** უშუალო მოვალეობასთან დაკავშირებულ ყველა ოპერაციას.

თუ ხართ მოტივირებული, კრეატიული, გიზიდავთ სიახლეები და ტექნოლოგიური ინოვაციები, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@itechnics.ge და შემოუერთდით კომპანიას, რომელიც მუდმივ რეჟიმში ზრუნავს მეგობრული გარემოს შექმნაზე, თანამშრომლების სწავლება-განვითარებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში.

გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "iTechnic"-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში.

"iTechnics" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |