www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / განცხადების ვადა: 12 აგვისტო

შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის - პროფესორის (პროფესიული ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად დიპლომირებული მედიკოსის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში.

აკადემიური კონკურსი ცხადდება შემდეგი მიმართულებებით: კარდიოლოგიის მიმართულებით

პროფესორი - 1 პოზიცია

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით) კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, კერძოდ:

** არანაკლებ 10 წლიანი კლინიკური სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში;
** უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 6 წლის სამუშაო გამოცდილება.

გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

შენიშვნა: პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;

საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება info@eu.edu.ge/Hr@eu.edu.ge);
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების, პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სახელმწიფო სერტიფიკატი.
** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).
** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა".

4. კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

5. კონკურსის ვადები

** კონკურსი გამოცხადებულია 2022 წლის 12 ივლისიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2022 წლის 13 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 16 აგვისტოს;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2022 წლის 18 აგვისტოს;
** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2022 წლის 24 აგვისტოს;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 24 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით.

6. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურები.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.du.ge; ტელ: 032 2000 171



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |