სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას მარაგების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში, საწყობსა და საგამოფენო დარბაზში აღწერების პროცესის სწორად წარმართვა;
** კომპანიაში არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების იდენტიფიცირება და მითვლა;
** აღწერის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა-დანაკლისის გადამოწმება;
** წუნდებული პროდუქციის მდგომარეობის შეფასება ვიზუალური დათვალიერებით;
** რეპორტის წარმოება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - სრული;
ანაზღაურება - 1200 ლარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 14 აგვისტო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მარაგების კონტროლის სპეციალისტი".
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.